26 ოქტომბრის არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. კარგა ხანს ვფიქრობდი, ღირდა თუ არა არჩევნების შესაძლო შედეგების წინასწარი ანალიზი. რას შეცვლის ეს მსჯელობა ან რა აზრი აქვს ათასჯერ გადაღეჭილის კიდევ ერთხელ გამეორებას? თანაც, წილი უკვე ნაყარია.
სამზითვო ჩემოდანი
ავტორი : ქეთი ქურდოვანიძე
ზღვისპირა ქალაქში დავიბადე. ვინც იცის, რა არის ზღვისპირა ქალაქი, მიხვდება, რამხელა სივრცეა იქ, თანაც რა უკიდეგანო და თვალუწვდენელი. განსაკუთრებით დიდი გეჩვენება ეს სივრცე, როდესაც თავად პატარა ხარ და შენს აღქმაში ჯერ არ ჩაბეჭდილა სხვა, უფრო მარტივი საგნების კალეიდოსკოპი და ამ საგნებისადმი ქვეცნობიერი ლტოლვა.
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა იმპერიალისტურმა ექსპანსიამ დიდი გავლენა იქონია საქართველოში არსებული იმ ჰიბრიდული რეჟიმის ლუსტრაციაზე, რომელიც 2012 წლიდან პროდასავლურობის ნიღბით მართავდა ქვეყანას.
GenZ-ის აზრით
ავტორი : სარედაქციო კოლეგია
სულ რამდენიმე დღე რჩება 26 ოქტომრამდე, იმ დღემდე, როდესაც არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალი - სად ვიცხოვრებთ, გავხდებით თუ არა ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი თუ ხანგრძლივი დროით დავრჩებით ტოტალიტარული რუსეთის გავლენის სფეროში?
აგვისტოში 50 წლისა გავხდი. აღარაა სახუმარო ასაკიო, მეუბნებიან. მით უფრო, რომ ეს ხუთი ათწლეული რამდენიმე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების 50 წელს ჩაიტევდა. ტვინი ჯერ ვერ აღიქვამს ამ ციფრებს, მაგრამ უცხო თვალით რომ შეხედო, ერთადერთი კონტექსტი, რომელშიც ჩემს ასაკში ადამიანს ჯერ კიდევ „ახალგაზრდა“ ეთქმის, სიკვდილია: ფეხი თუ გაჭიმა, იტყვიან, აფსუს, რა ახალგაზრდა წავიდაო.
ევროპის როლი და არჩევნები
ავტორი : ელენე ებანოიძე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ჩვენთვის, სტუდენტებისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს აღმოჩნდა ის იდეა, რომელმაც გააერთიანა ყველა სფეროსა და ასაკის წარმომადგენელი.
ანდროფაგები
ავტორი : მიხეილ ანთაძე
იქ, სადაც ახლა მოსკოვია, ანტიკურ ხანაში კაციჭამიები ბინადრობდნენ. ამის შესახებ „ისტორიის მამად“ წოდებული ჰეროდოტე გვიამბობს ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში დაწერილ ენციკლოპედიურ ნაშრომში, რომელშიც თავმოყრილია მაშინდელი ცივილიზაციის ხელთ არსებული მთელი ცოდნა კაცობრიობის წარსულის, მითოლოგიის, მეცნიერული ნააზრევისა თუ გეოგრაფიის შესახებ და რომელიც „ისტორიების“ სახელითაა ცნობილი.
„კოჯრის კარს“ ზემოთ - სოლოლაკის, იმის იქით მთაწმინდის, ხოლო კიდევ იმის იქეთ ვერეს უბნებში არაერთი ეზოა, რომელთაც, იტალიური ნეორეალისტური კინოხელოვნების სურათებთან მსგავსების მიხედვით, „იტალიურ ეზოს“ ეძახიან თბილისელები.
1993 წელმა აფხაზეთში უჩვეულო, სისხლით გაჟღენთილი სიცივით შემოაბიჯა. 1992 წლის ოქტომბერში გაგრაში მომხდარი ქართველთა გენოციდის შემდეგ, საზოგადოება ყოველდღიურად იგებდა შემზარავ დეტალებს იმის შესახებ, თუ რა ჩაიდინეს გაგრაში, განთიადში, ლესელიძესა და სხვა დასახლებებში რუსებმა და მათი ზურგით მოქმედმა სეპარატისტებმა.
ვერცერთ ისტორიულ სახელმძღვანელოში ვერ ამოიკითხავთ ასეთი კონფლიქტის შესახებ რაიმეს, მაგრამ აქ შეთხზული არაფერია, ეს კონფლიქტი რეალურია და ახლაც გრძელდება.
ანტარქტიდა ერთადერთი კონტინენტია, სადაც ადამიანი არ დასახლებულა. არის მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ათეული სამეცნიერო-კვლევითი სადგური. ანტარქტიდის საერთაშორისო პაქტის თანახმად, ეს კონტინენტი არ ეკუთვნის არცერთ სახელმწიფოს. სწორედ იმის გამო, რომ ადამიანი არ სახლობს, ანტარქტიდა ყველაზე ლამაზ ადგილად მიმაჩნია დედამიწაზე.
ჩვენი ექსპერიმენტები და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა დაგარწმუნებთ იმაში, რუსეთში საქართველოს გავლით იგზავნება დრონები, კომპიუტერის პროცესორები, ჯი-პი-ეს-ები თუ მეხსიერების ბარათები. ეს ის ორმაგი დანიშნულების ნივთებია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოდგება და ომშიც, იარაღის ასაწყობად.
„ახალი ივერიის“ მერვე ნომერი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე უნდა გამოსულიყო, მაგრამ ნომრის მომზადებამ და გამოცემამ ძალიან დაიგვიანა. მიზეზი ადვილი გამოსაცნობია: არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციის შემდეგ - რომლის მთავარი გაკვეთილიც ის იყო, რომ რუსეთი საქართველოზე კონტროლის დაკარგვას და 13 წლის წინ არჩევნებით მოგებულის არჩევნებითვე დათმობას არ აპირებს - საქართველოში ყველანაირი რუტინა დასრულდა და ახალი ეპოქა დაიწყო.
რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა და მისი ნების აღმსრულებელმა „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მისატაცებლად და ძალაუფლების უზურპაციისთვის საარჩევნო მანიპულაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოიყენეს.
Зима тревоги нашей - ესეთი წიგნი წავიკითხე ჯეელობაში. ჩემს ძმას ედო საწოლის თავთან, დავინტერესდი და მირჩია. მე მაპატიეთ, ასეთი წიგნები მაშინ მხოლოდ რუსულად იშოვებოდა. The Winter of Our Discontent - ინგლისურად, თუ მაინცა და მაინც.
ეროვნული არქივი, როგორც საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფო დოკუმენტების შენახვა და დაცვა, შედარებით თანამედროვე კონცეფციაა. ბიუროკრატიის, როგორც სახელმწიფოს ადმინისტრირებისთვის საჭირო ინსტიტუტის, განვითარებასთან ერთად დოკუმენტები.
„იმ დროს, როცა მთელი საქართველოს რესპუბლიკა სატუსაღოთ არის გადაქცეული – ადვილი წარმოსადგენია, თუ რაღა იქნება თვით ამ სატუსაღოში გამართული სატუსაღო... ბრალდებას თითქმის 80%-ს ვერავითარს ვერ უყენებენ – ან რა უნდა წაუყენონ… მოპყრობა პოლიტიკურ ტუსაღებს უფრო მკაცრი გვაქვს, ვიდრე სისხლის სამართლის ტუსაღებს...
ნაბრძანებია დაივიწყოთ!
ავტორი : დავით ხვადაგიანი
ათასწლეულებმა გაიარა მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი მარკუს ავრელიუსის სალაშქრო კარავში მისი „ფიქრები“ იპოვეს, მაგრამ განმანათლებელი იმპერატორის „სპექტაკლს“ არათუ მნიშვნელობა დაეკარგა, არამედ მსგავსი სიზუსტითა და შინაარსით ვერავინ შეძლო, ზუსტად აღეწერა ისტორიისა და ისტორიული მეხსიერების არსი.
აირია ქვეყანა და გიორგი II მიხვდა, რომ მართვის ძალი აღარ შესწევდა, ტახტიდან გადადგა და სეფეგზა 16 წლის შვილს დაუთმოო, დავითს კოჭებში ეტყობოდა, რაც იყო და ამიტომ სუსტმა მამამ ენერგიით სავსე ჭაბუკი თავადვე გაამეფა, ამან კი, დახეთ, რარიგ გაამართლა, ერთადერთი ხეირიანი, რაც უნიათო მეფე გიორგიმ გააკეთა, სწორედ ეს იყო, მომავალ აღმშენებელს აწმყო რომ დაულოცაო...
ათასგვარ ანალიზსა და ინტერპრეტაციას ვისმენთ საკუთარი სიბრძნით გადაღლილი პროსახელისუფლებო თუ ოპოზიციური სპიკერებისაგან. ერთი რესპექტაბელური ანალიტიკოსისგან ისიც კი გავიგეთ, რომ ქართველთა ბრძოლა ნათელი მომავლისთვის სიმინდისთვის ფუჩეჩის მოშორების ფაზაში ყოფილა, რაც წინ უძღვის ოლიგარქის სიმინდივით გადატეხასა და ქვაბში ჩაყრას (არ ვხუმრობ!).
როდესაც მესმის - წარმატებული ადამიანი - მიჩნდება მსუბუქი გაუგებრობის გრძნობა. და, რადგან ხშირად მხვდება ასეთი დახასიათება, გადავწყვიტე გამეაზრებინა, რა დგას ამ ემოციის უკან.
შიში ვეღარ ნთქავს სულს
ავტორი : დავით ბუხრიკიძე
თეატრი, სინამდვილეში, ყველა დროში პოლიტიკური, სოციალური და თანამედროვე ხელოვნება იყო: ბერძნული თეატრიდან დაწყებული, მოლიერის მოხეტიალე დასით გაგრძელებული და შექსპირის „გლობუსითა“ თუ ფრანგული კლასიკური დრამებით გამყარებული.