ქართველი რომ სუფრასთან ჯდება, პირველად მშვიდობას ადღეგრძელებსო - გვეუბნება ის, ვინც მშვიდობის იდეის გარყვნამდე ჯერ „ღირსება“, „იმედი“ და „ოცნება“ მოგვპარა. 
ომი თუ მშვიდობა? როცა მავანი ასეთ კითხვას გისვამს, უდავოდ შლეგი უნდა იყო, მშვიდობა რომ არ აირჩიო, მაგრამ თუ იქვე საკუთარი თავს არ ჰკითხავ, რა არის მშვიდობა თავისუფლების გარეშე, მაშინ ასევე უდავოა, რომ სხვას გაუჩნდება კითხვა - რა ადამიანი ხარ შენ?!
გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“ საქართ­ველოს პოლიტიკური ლანდშაფტის „გაჯან­სა­ღების“ პირობა დადო. აღნიშნული დაპი­რების სულისკვეთება არც პარტიათა ფუ­ნ­­ქ­ციონირებისა და მათი კომუნიკაციის სტი­ლის გაუმჯობესება ყოფილა და არც - აღ­ნიშნული მიზნის მისაღწევად მეტი საე­რ­თაშორისო დახმარების შეთავაზება.
„მე არ შევმცდარვარ არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის დროს!“ - იჯდა ერთი, ყველამთავრობაგამოცვლილი ყოფილი “მეოცნებე“ ამას წინათ კრიტიკული არხის ეთერში და თავის პოლიტიკურ სისპეტაკეში თავგამოდებით არწმუნებდა საზოგადოებას. 
ერთი შეხედვით, სათაურში გამოტანილი კით­ხვის მთავარ ადრესატად უკრაინა მოია­ზრება.  მათთვის, ვინც გამიზნულად ავრცელებს პროპაგანდას უკრაინის განადგურებასა და გადაშენებასთან დაკავ­შირებით, (მაგ., „დაწყდა ხალხი; რა უქნა/ეს (პრეზიდენტმა ზელენსკიმ და დიფ სთეითმა) საწყალ უკრაინას“ და ა.შ.) უკრაინა ერთადერთი „მოპასუხეა“.  
მე-18 საუკუნის მიწურულს, იმ საბედისწერო გეორგიევსკის ტრაქტატის ამოქმედებიდან მალევე,  ქართველი კაცის ოცნება ერთგ­ვარად დაეფუძნა რუსულ ნარატივს, რომ­ლის ძირითადი მახასიათებლები იყო: თვითმ­პყრობელობა, სენტიმენტალიზმი, წარსუ­ლის იდილიად წარმოჩენა, უმოქმედობა, პასი­ური საზოგადოებრივი თვითშეგნება და ცხოველური ტკბობა მარტივი, სტაბილური და უღიმღამო ყოველდღიურობით.
რეალურ ისტორიაში 1991 წლის დეკემბერში საქართველოში, რუსეთის წაქეზებით, შეიარა­ღებული გადატრიალება მოხდა და სახელმწიფო ჩამოიშალა. ალტერნატიულ ისტორიაში კი, რომელსაც აქ ვყვებით, ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელად სხვანაირად განვითარდა. პატრი­ოტიზმმა და გონიერებამ შუღლსა და სიხარბეს სძლია.
„ნიჟარაძე“ - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გამომავალ მრავალ­ფეროვან პრესაში, მათ შორის გაზეთ „კომუ­ნისტში“, ფრაგმენტულად, მხოლოდ გვარით მოიხსენიებოდა საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის კონტრდაზვერვის ის ოფიცერი, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაატარა და რუსეთის კომპარტიის ადგილობრივი სატელიტის - საქართველოს ბოლშევიკური იატაკქვეშეთის ნამდვილი რის­ხვა იყო.
საქართველოში არ მოიძებნება ოჯახი, რო­მელსაც მეორე მსოფლიო ომმა დაღი არ დაასვა. ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო, სამასი ათასზე მეტი დაღუპული, უამრავი დაჭრილ-დასახიჩრებული – ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად. ბევრმა ოჯახმა შეწყვიტა არსებობა, ბევრი ბავშვი გაიზარდა ობლობაში.
რაც თავი მახსოვს, თბილისში, მთაწმინდაზე, ვცხოვრობ და როდესმე რომც გამოვიცვალო სახლი, მაინც მთაწმინდაზე ვიცხოვრებ სულით, გულით, გონებით. არადა, კინაღამ ვერელად დავიბადე. აი, როგორ იყო ეს ამბავი:
კარგი მოსამართლეებისა და სასამართლოს არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ადა­მიანის უფლებების დასაცავად, ისე კანო­ნის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, ხელი­სუფლების თვითნებობის აღსაკვეთად და ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური განვი­თარების მხარდასაჭერად. თუმცა, კარგი მოსამართლე ასევე აუცილებელია საზო­გადოების უფრო ვიწრო სპექტრისთვისაც - იურისტებს ვგულისხმობ.
დღეს ძალიან ხშირად საუბრობენ მოტივაციაზე და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ მოტივაციაა უმთავრესი ინსტრუმენტი მიზნის მისაღწევად. ამ პროცესში კი, რატომღაც, ნაკლები ყურადღება ეთმობა დისციპლინას.
ენა ცოცხალი ორგანიზამია. ენები მუდმივად ვითარდებიან, სესხულობენ სიტყვებს სხვა ენებიდან, ერგებიან ახალ დროებას. ენა ბუნებრივად იცვლება, როგროც წესი, თან­და­თან და განგრძობითი პერიოდის გან­მავ­ლობაში, ისე, რომ მნიშვნელოვანი ცვლი­ლებების დამკვიდრებას ადამიანთა სამი ან მეტი თაობის ცვლა სჭირდება.
„იმ დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც სამყაროსგან შევიძინე, თუ მორალისა და ვალდებულებების შესახებ რამე დანამდვილებით ვიცი, ყველაფერი ფეხბურთის დამსახურებაა. ის მცირედი, რაც მორალის შესახებ გამეგება, საფეხბურთო მოედნებსა და თეატრის სცენებზე ვისწავლე - ფეხბურთის მოედანი და თეატრის სცენა იყო ჩემი ნამდვილი უნივერსიტეტი.“

ჩვენ შესახებ

"ახალი ივერია" - საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი

იხილეთ მეტი

დაგვიკავშირდით და გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

მეილი: info@akhaliiveria.ge
ტელეფონი: info@akhaliiveria.ge

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა