დღე, რომელიც გვიხმობს

ავტორი : ზაალ სამადაშვილი 

ჩვენს ცხოვრებაში დგება ხოლმე ისეთი დღე, რომლის ჩავლის შემდეგ მომდევნო პერიოდი-კვირები, თვეები, წლებიც კი, სხვა ელფერს იძენს, სხვა განწყობილებებით ივსება, სხვა მიზნებით იმუხტება.

ასეთი დღის მოლოდინში ვართ, ოღონდ ამჯერად უფრო ხანგრძლივად, ათე­ული წლების განმავლობაში რომ შეც­ვლის ჩვენს ცხოვრებას - ისეთი დღის.

ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ჩა­ივ­ლის ეს დღე, როგორ დაგვამახსოვრდება ის.

ჩვენი გადასაწყვეტია, სად ვიცხოვრებთ - სახელმწიფოში, რომელიც სამართლიანობასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული, თუ დამპყრობელ რუსეთში აღზევებული მდიდარი ბატონის მამულში, სადაც კეთილდღეობა მხო­ლოდ მისი ლაქიებისთვის არის განკუთვნილი და ხელმისაწვდომი.

ოცდაექვს ოქტომბერზე მოგახსენებთ...

დღეზე, რომელსაც მხნედ, წელში გამართულები უნდა შევხვდეთ. ფიქრი და ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ ის წარმატებით დავასრულოთ. სწორი არჩევანი გავაკეთოთ და დავიცვათ კიდეც ეს არჩევანი. ვინ ოცდაოთხიდან თვრამეტი საათი გადავდოთ ამისათვის, ვინ თორმეტი და ვინ კიდევ, თუნდაც ერთი.

გვამხნევებს იმის განცდა, რომ თითოეული ჩვენგანი იმ დიდი საქმის მონაწილე ხდება, რომლის განხორციელებასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს სახელოვანმა წინაპრებმა - საერო და სასულიერო პირებმა, დიდმა განმანათლებლებმა და სწორუპოვარმა მეომრებმა.

ამ საქმეს საქართველოს თავისუფალი სამყაროს წევრობისა და მის მშობლიურ, ევროპულ წიაღში დაბრუნებისთვის ბრძოლა ჰქვია.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა