წარსული არასდროსაა მკვდარი, წარსული წარსულიც კი არ არისო, უთქვამს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მწერალს, უილიამ ფოლკნერს. და მართლაც - ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ისტორიით მანიპულირება ადამიანების ცნობიერების დაპატრონებისა და მათი მომავლის მიტაცების ინსტრუმენტად ქცეულა ანტიდემოკრატიული ძალების ხელში.
დამოუკიდებლობის დაკარგვამ საქართველო მსოფლიო პოლიტიკური კონტექსტიდანაც ამოაგდო. რუსეთის იმპერიის პროვინციისათვის საერთაშორისო პოლიტიკის ნიუანსების განხილვა სრულიად უსარგებლო პერსპექტივად იქცა.
„აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო აფხაზები - ქართველებთან დიდი კულტურული ერთობის მქონე ხალხი“, - ეს სიტყვები და მათში ჩადებული აზრი მხოლოდ ჩვენი არაა, ის ბევრ ავტორთან შეგხვდებათ და ხშირადაც მოისმენთ. მართლაც: ლინგვისტური, ტოპონიმური, ანთროპოლოგიური და სხვა სახის მონაცემები ნათლად ადასტურებს აფხაზთა მჭიდრო კავშირს ქართველებთან.
იმ უთვალავ მმართველს შორის, რომელთაც ამ ცისქვეშეთში ძალაუფლება ჰქონიათ, სახელმწიფო თუ ხალხი უმართავთ, წილობრივად ძალზე ცოტა ყოფილა მდედრობითი სქესისა. უმეტეს ქვეყანაში კი ასეთი შემთხვევა საერთოდაც არ არსებულა. არც არსებულა და ვერც წარმოედგინათ.
სივიწროვე ქართული სენია. არსადაა სივიწროვისა და საკუთარი თავისთვის ხელოვნურად შექმნილი დისკომფორტისადმი ისეთი დაუოკები, სისტემური, კოლექტიური ლტოლვა, როგორიც აქ, ამ ქვეყანაში.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ დასავლეთის ყურადღება ბოლო დროა საგრძნობლად გაიზარდა. იკითხავთ, განა, რა დაინახეს ისეთი, რაც აქამდე დღესავით ნათელი არ იყოო?
სამსახურებრივი ურთიერთობების დროს საქართველოში ხშირად გიწევს ორი შეხვედრის ჩანიშვნა ერთსა და იმავე დროს, რადგან, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი მაინც გაგიუქმდება.
საბჭოეთში დასავლურ კინემატოგრაფიას იმდენად ვიცნობდით, რამდენადაც ამის საშუალებას ცენზურის მკაცრი ხელი გვაძლევდა. დღემდე არ ვიცი, როგორ ახერხებდა ამას ანაგის ქუჩაზე მდებარე კინოთეატრი „გაზაფხული“, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც მუდმივად გადიოდა აკრძალული თუ არა, საბჭოთა ცენზურის მიერ არცთუ ისე ხელდასხმული ფილმები.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველები სამართლიანად ვამაყობთ უძველესი მეღვინეობითა და ღვინის კულტურით, ჩვენში ჯერ ისევ ფესვგადგმულია გაკეთებული, ე.წ. შაქრიანი, ღვინის დაყენებისა და მოხმარების მავნე ჩვევა, რომელიც სათავეს იღებს საბჭოთა კავშირის ეპოქიდან, როდესაც შაქარ-წყლით ღვინის გაბევრება ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა.
70-იანი წლების ბოლოა ან 80-იანის დასაწყისი. ინსტიტუტიდან განაწილებით ვარ გაგრაში - აფხაზეთის პატარა, კოხტა ქალაქში, რომელზეც მშვენივრად არის მორგებული ეს ლამაზი სვანური სახელი. ზაფხულია და მსტუმრობს თანაკლასელი - იმ ჯიშისა, მეგობრად რომ კი არ მოიძევ, გვერდზე ძმასავით რომ დაგისვამენ მერხზე პირველ კლასში.
რამდენიმე დღის წინ ბიჭი მოუკლავთ მთაწმინდაზე. რამდენიმე გასროლით. ან რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი გასროლით. რომელიღაც გასართობ დაწესებულებაში დაწყებულა კონფლიქტი და ასე დამთავრდა.