ქართველი რომ სუფრასთან ჯდება, პირველად მშვიდობას ადღეგრძელებსო - გვეუბნება ის, ვინც მშვიდობის იდეის გარყვნამდე ჯერ „ღირსება“, „იმედი“ და „ოცნება“ მოგვპარა.
მონობა მშვიდობის სახელით
ავტორი : რატი მუჯირი
ომი თუ მშვიდობა? როცა მავანი ასეთ კითხვას გისვამს, უდავოდ შლეგი უნდა იყო, მშვიდობა რომ არ აირჩიო, მაგრამ თუ იქვე საკუთარი თავს არ ჰკითხავ, რა არის მშვიდობა თავისუფლების გარეშე, მაშინ ასევე უდავოა, რომ სხვას გაუჩნდება კითხვა - რა ადამიანი ხარ შენ?!
გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის „გაჯანსაღების“ პირობა დადო. აღნიშნული დაპირების სულისკვეთება არც პარტიათა ფუნქციონირებისა და მათი კომუნიკაციის სტილის გაუმჯობესება ყოფილა და არც - აღნიშნული მიზნის მისაღწევად მეტი საერთაშორისო დახმარების შეთავაზება.
„მე არ შევმცდარვარ არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის დროს!“ - იჯდა ერთი, ყველამთავრობაგამოცვლილი ყოფილი “მეოცნებე“ ამას წინათ კრიტიკული არხის ეთერში და თავის პოლიტიკურ სისპეტაკეში თავგამოდებით არწმუნებდა საზოგადოებას.
ერთი შეხედვით, სათაურში გამოტანილი კითხვის მთავარ ადრესატად უკრაინა მოიაზრება. მათთვის, ვინც გამიზნულად ავრცელებს პროპაგანდას უკრაინის განადგურებასა და გადაშენებასთან დაკავშირებით, (მაგ., „დაწყდა ხალხი; რა უქნა/ეს (პრეზიდენტმა ზელენსკიმ და დიფ სთეითმა) საწყალ უკრაინას“ და ა.შ.) უკრაინა ერთადერთი „მოპასუხეა“.
დაწერე შენი ოცნება?!
ავტორი : ქეთი ქურდოვანიძე
მე-18 საუკუნის მიწურულს, იმ საბედისწერო გეორგიევსკის ტრაქტატის ამოქმედებიდან მალევე, ქართველი კაცის ოცნება ერთგვარად დაეფუძნა რუსულ ნარატივს, რომლის ძირითადი მახასიათებლები იყო: თვითმპყრობელობა, სენტიმენტალიზმი, წარსულის იდილიად წარმოჩენა, უმოქმედობა, პასიური საზოგადოებრივი თვითშეგნება და ცხოველური ტკბობა მარტივი, სტაბილური და უღიმღამო ყოველდღიურობით.
რეალურ ისტორიაში 1991 წლის დეკემბერში საქართველოში, რუსეთის წაქეზებით, შეიარაღებული გადატრიალება მოხდა და სახელმწიფო ჩამოიშალა. ალტერნატიულ ისტორიაში კი, რომელსაც აქ ვყვებით, ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელად სხვანაირად განვითარდა. პატრიოტიზმმა და გონიერებამ შუღლსა და სიხარბეს სძლია.
„ნიჟარაძე“ - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გამომავალ მრავალფეროვან პრესაში, მათ შორის გაზეთ „კომუნისტში“, ფრაგმენტულად, მხოლოდ გვარით მოიხსენიებოდა საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის კონტრდაზვერვის ის ოფიცერი, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაატარა და რუსეთის კომპარტიის ადგილობრივი სატელიტის - საქართველოს ბოლშევიკური იატაკქვეშეთის ნამდვილი რისხვა იყო.
საქართველოში არ მოიძებნება ოჯახი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომმა დაღი არ დაასვა. ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო, სამასი ათასზე მეტი დაღუპული, უამრავი დაჭრილ-დასახიჩრებული – ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად. ბევრმა ოჯახმა შეწყვიტა არსებობა, ბევრი ბავშვი გაიზარდა ობლობაში.
რაც თავი მახსოვს, თბილისში, მთაწმინდაზე, ვცხოვრობ და როდესმე რომც გამოვიცვალო სახლი, მაინც მთაწმინდაზე ვიცხოვრებ სულით, გულით, გონებით. არადა, კინაღამ ვერელად დავიბადე. აი, როგორ იყო ეს ამბავი:
კარგი მოსამართლეებისა და სასამართლოს არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ადამიანის უფლებების დასაცავად, ისე კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების თვითნებობის აღსაკვეთად და ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად. თუმცა, კარგი მოსამართლე ასევე აუცილებელია საზოგადოების უფრო ვიწრო სპექტრისთვისაც - იურისტებს ვგულისხმობ.
დღეს ძალიან ხშირად საუბრობენ მოტივაციაზე და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ მოტივაციაა უმთავრესი ინსტრუმენტი მიზნის მისაღწევად. ამ პროცესში კი, რატომღაც, ნაკლები ყურადღება ეთმობა დისციპლინას.
ნასესხები რამ
ავტორი : კონსტანტინო ჯიაკვინტო
ენა ცოცხალი ორგანიზამია. ენები მუდმივად ვითარდებიან, სესხულობენ სიტყვებს სხვა ენებიდან, ერგებიან ახალ დროებას. ენა ბუნებრივად იცვლება, როგროც წესი, თანდათან და განგრძობითი პერიოდის განმავლობაში, ისე, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების დამკვიდრებას ადამიანთა სამი ან მეტი თაობის ცვლა სჭირდება.
„იმ დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც სამყაროსგან შევიძინე, თუ მორალისა და ვალდებულებების შესახებ რამე დანამდვილებით ვიცი, ყველაფერი ფეხბურთის დამსახურებაა. ის მცირედი, რაც მორალის შესახებ გამეგება, საფეხბურთო მოედნებსა და თეატრის სცენებზე ვისწავლე - ფეხბურთის მოედანი და თეატრის სცენა იყო ჩემი ნამდვილი უნივერსიტეტი.“