ჟურნალ „ახალი ივერიის“ მთავარმა რედაქტორმა, ზაზა ბიბილაშვილმა, ინტერვიუ ჩაწერა ტომ გორდონ პალმერთან — სოციალურ მეცნიერებათა თეორიტიკოსთან, პოლიტოლოგთან (ოქს­­ფორ­დის უნივერსიტეტის დოქტორი) და ლიბერალური პრინციპებისათვის მებრძოლ ვეტერან აქტივისტთან. 1980-იან წლებში ტომ პალმერს კომუნისტურ ქვეყნებში მალულად შეჰქონდა აკრძალული ლიტერატურა, საბეჭდი აპარატები, სხვა ტექნიკური საშუალებები და წლების განმავლობაში თანამშრომლობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კლასიკური ლიბერალიზმის ანალიტიკურ ცენტრებთან. ტომ პალმერი აფილირებულია არაერთ ორგანიზაციასთან, მათ შორის მადრიდის თავისუფლების განვითარების ფონდთან (Fundación para el Avance de la Libertad), კატონის ინსტიტუტთან (Cato Institute), Atlas Network-თან და IES Europe-თან. ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები ავტორის პირად პოზიციას ასახავს.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული სრულ­მას­შტაბიანი აგრესია შეუქცევადი გეოპოლი­ტიკური ძვრების დასაწყისი გახდა. თებერ­ვლის იმ მძიმე დღეებში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ომი 1400 დღეზე მეტხანს გაგრძელდებოდა და ხანგრძლივობით „დიდ სამამულო ომსაც“ გადაუსწრებდა, თან ისე, რომ ომის მეოთხე წელს რუსეთის გლობალური გავლენები შესამჩნევად შესუსტებული იქნე­ბოდა.
საქართველოს შესახებ ცოდნამ ამერიკის შე­ერთებულ შტატებამდე გვიან მიაღწია. ევროპელ მოგზაურებს, ვაჭრებსა და მისიონერებს საქარ­თველოსა და კავკასიასთან გაცილებით ადრე ჰქონდათ შეხება. შავი ზღვა და აბრეშუმის გზა უხსოვარი დროიდან იზიდავდა როგორც ევროპის სავაჭრო იმპერიებს, ისე სახარების მქადაგებელ მისიონერებს, განსაკუთრებით ვატიკანიდან. ამის ნათელი მაგალითებია კათოლიკე მისიონერები - არქანჯელო ლამბერ­ტი და დონ კრისტოფორო დე კასტელი, რომლებიც XVII საუკუნეში ქართული კულტურისა და ადათ-წესების გულმოდგინე მკვლევრებად ჩამოყალიბდნენ.
სიმართლე თავის გზას ყოველთვის გაიკვლევს და სიმართლე უზრუნველყოფს რეჟიმის გა­სა­მართლებას. გასამართლებას არა მხო­ლოდ აქ, დანაშაულის ჩადენის ადგილზე, არა­მედ საერთაშორისო თანამეგობრობის წინა­შეც. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მრავალგვარი იქნება - როგორც სისხლის სამართლებლივი, საპატიმრო, ისე ფინანსური, მათთვის ყველაზე მტკივნეული და მორა­ლურიც, რაც ალბათ, ყველაზე ნაკლებად ად­არდებთ, მაგრამ მაინც.
იმ დღეს ჩემს თავზე რაღაც გასკდა. ზუსტად თავს ზემოთ. ნაცნობი ხმებიდან ეს ხმა ყველაზე მეტად აფეთქებისას ჰგავდა. ჭურვის აფეთქებისას. მაგრამ არ მოჰყოლია დარტყმის ტალღა. არავინ მომკვდარა, ცეცხლი და ბუღი არსად ავარდნილა.
„გულში დიდი ეჭვი ჩაუვარდა. ეხლა მარტო იმის დარდი ჰქონდა, შეეტყო — რაში ტყუვდება: იმაში, რომ ეს მართალი თვალთმაქცობაა და ტყუილი ჩამორჩობა, თუ მართალი ჩამორჩობაა. სწორედ გითხრათ, პირველში მოტყუებას, უფრო ჰთაკილობდა მისი გული: აბა თვალთმაქცობამ ტყუილი მართლად როგორ უნდა მაჩვენოს ამ დროულ კაცსაო. და მართალი-კი რომ ტყუილი გამომდგარიყო, ეგ არაფერი; მაგას როგორღაც უფრო ადვილად ჰყაბულდებოდა ჩვენი პეტრე.“
2007 წელს მშვიდობის, დემოკრატიისა და გან­ვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა, ფონდ კო­რდეიდის (ჰოლანდია) და საზოგადოების ინ­ს­ტი­ტუტის კვლევითი ცენტრების ფონდის (უნგრე­თი) მხარდაჭერით, გამოსცა სერია „საზ­ოგადოება და პოლიტიკის“ მეექვსე წიგნი, რომელშიც სხვა სტატიებთან ერთად დაიბეჭდა ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრების წერილები „10 შეკითხვა საქართველოს დამოუკიდებლობის 15 წლისთავზე“. ათვლის წერტილად აღებული იყო დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღ­ია­რება, ანუ 1992 წელი.
ბოლო წლებში კვლავ აქტუალური გახდა ქარ­თული კულტურულ-პოლიტიკური იდენტობის სა­კითხი. ლიბერალურ ვექტორს კონსერვატიული ცვლის. იმისთვის, რომ ცვლილება ქმედითი იყოს, იგი სიმბოლურ დონეზე უნდა მა­ნიფესტირდეს. ამიტომ ეროვნული ჰაბიტუსის სიმბოლური მანიფესტაცია პოლიტიკური სა­კითხი გახდა.
-   ლევ ტროცკი ხომ თქვენი ფანი იყო. თქვენც თანაუგრძნობდით. -   სანახევროდ. ეგ ამბობდა, რომ რევოლუ­ციას თავიდან სისხლი და გვემა მოჰყვება, ცოტა ხნის მერე კი ხალხი მიიღებს საყოველთაო ბედნიერებასო. ამაში სანახევროდ ვიყავი და ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ამ აზრის მხოლოდ პირველი ნაწილის მჯეროდა. - ირონიული ღიმილით უპასუხა ინტელიგენტური გარეგნობის ხმელმა მოხუცმა.
თბილისზე მინდა დავწერო, მე რომ გავიზარდე, იმ დროის თბილისზე! უამრავი ფაქტი, სურათი, მოგონება  მეხვევა თავს, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო... ახლა ისეთი რამ დამემართა სკოლაში ქართულის საკონტროლო წერის დროს, „თემის“ დაწყება რომ გიჭირდა და შეიძლება რვეულის ფურცელიც ამოგეხია საკუთარი პრიმიტიულობით შეწუხებულს.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწ­ყე­ბი­დან ორ დღეში, 1992 წლის 16 აგვი­სტოს, ქართულმა საჯარისო ნაწილებმა განახორ­ციელეს საზღვაო დესანტირება გაგრის ზონაში. იმ პერიოდში საქართველოს სამხედრო და­ნიშნულების მცურავი საშუალებები არ გააჩნდა, ამიტომ შევარდნაძის ხელისუფლებას „მეგობრული დახმარება“ რუსულმა არმიამ გაუწია. სეპარატისტული პროპაგანდა რუსეთის ამ ნაბიჯს დღემდე ისე ფუთავს, თითქოს აფხაზთა რიგებში დაბნეულობის შესატანად, დესანტირებისას ქართულმა სამხედრო კა­ტარღებმა რუსული დროშები აღმართეს გემებზე.
ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა თქვა - რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. მე ასე არ ვფიქრობ. თუ უნივერსალურ გამოთქმას (ან ფორმულას ან მოვლენას) აქვს გამონაკლის(ებ)ი, მაშინ ის ვერ იქნება უნივერსალური. სიტუაციამ, მდგომარეობამ შეიძლება არ მოკლას ადა­მიანი, მაგრამ, ამავე დროს, შეუძლია დიდი ხნით დაუზიანოს ფსიქიკა. ჩემი აზრით, თუ ადამიანი განსაცდელის მერე ისევ ძლიერია - ასე ხდება არა გადატანილი გასაჭირის გამო, არამედ ამ გასაჭირის მიუხედავად. განსაცდელი მხოლოდ აშიშვლებს იმას, რაც უკვე ჩვენშია.
team

ნომერი 11

Last Journals
team

Number 10

Last Journals
team

Number 9

Last Journals
team

Number 8

Last Journals

About Us

New Iveria – Socio Political Journal

View

Contact Us And Send Message

20, Giorgi Akhvlediani str., 0108 Tbilisi, Georgia

Email: info@akhaliiveria.ge
Phone: info@akhaliiveria.ge

brand

Contact

20, Giorgi Akhvlediani str., 0108 Tbilisi, Georgia

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here